თურქეთში ვითარება დაიძაბა - ტაქსიმის მოედანზე შეტაკებებია, პარლამენტი ალყაშია

თურქეთში ვითარება დაიძაბა - ტაქსიმის მოედანზე შეტაკებებია, პარლამენტი ალყაშია

სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე შეტაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება. ტელეკომპანიის ცნობით, მოედანზე შეკრებილი არიან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერები. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოედნის მიმდებარედ სროლის ხმა ისმოდა.

ამასთან, თურქეთის პარლამენტი ალყაშია მოქცეული - ადგილზე მობილიზებულია ტანკები, ისმის სროლის ხმა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, აღნიშნული პირები პროსამთავრობო აქტივისტები არიან. ტანკებიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით ისვრიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა