ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ფოტოზე ასახული ერთი ღამის ისტორია - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დააკავეს 336 ადამიანი. როგორც პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება.

მან ასევე ბრძანება გასცა ჩამოაგდონ ის სამხედრო ლაინერი, რომელსაც აჯანყებულები იყენებენ. გარდა ამისა, ამ დრომდე უცნობია გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი ამბოხებულმა სამხედროებმა მძევლად აიყვანეს.

ჯერ უცნობია ვინ ხელმძღვანელობს აჯანყებულ სამხედროებს და რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორს.

რაც შეეხება ქალაქებში არსებულ ვითარებას, "ბიბისი" იტყობინება, რომ სროლის ხმა მთავარ ქალაქებში პერიოდულად ისმის.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხრდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ მოგვარდებოდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობას 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო. ნახეთ ფოტოები

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა