პაკისტანელი "კიმ კარდაშიანი" საკუთარმა ძმამ მოკლა

პაკისტანელი "კიმ კარდაშიანი" საკუთარმა ძმამ მოკლა

პაკისტანელი "კიმ კარდაშაიანი" საკუთარმა ძმამ მოკლა. 26 წლის ქანდილ ბალოჩი, რომელიც პაკისტანური საზოგადოებისთვის საკმაოდ თამამი ქცევით, ჩაცმულობით და ფოტოებით გამოირჩეოდა, ძმამ "ღირსების დაცვის" მიზნით დაახრჩო.

როგორც გოგონას მშობლებმა პოლიციას განუცხადეს, ქანდილი სასიკვდილოდ მისი ექვსი ძმიდან ერთ-ერთმა გაიმეტა. ძმამ იგი ძილში დაახრჩო.

სოციალური ქსელების ვარსკვლავი ბალოჩი, რომლის ნამდვილი სახელი ფაუზია აზიმია, სკანდალური სახელით იყო ცნობილი სამშობლოში. მას კიმ კარდაშიანს ამსგავსებდნენ, გოგონას ტვიტერის გვერდს 40 000 მიმდევარი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს კი 700 000 გამომწერი ჰყავს. ვიდეო, რომელშიც ბალოჩი ცეკვავს ვირუსულად გავრცელდა (საჯარო ცეკვა პაკისტანში დაუშვებელია).

მორიგი რისხვის მიზეზი გახდა სელფი, რომელზეც ქანდილ ბალოჩი მუსლიმ სულიერ ლიდერთან ერთად არის გადაღებული. უწყინარი სელფი მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრეა გადაღებული.

პოსტებში და საჯარო გამოსვლებში ის ქალების უფლებებზე საუბრობდა ქვეყანაში, სადაც ოჯახური ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ასობით ქალი კი ოჯახის წევრების მიერაა მოკლული "ღირსების დასაცავად".

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა