სტამბოლის გოგჩენის აეროპორტთან სამართალდამცველებსა და ამბოხებულთა მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა

 სტამბოლის გოგჩენის აეროპორტთან სამართალდამცველებსა და ამბოხებულთა მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა

სტამბოლის გოგჩენის სახელობის აეროპორტთან სამართალდამცველებსა და ამბოხებულთა მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

თურქეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. პოლიციამ აეროპორტის შენობასთან გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. ამბოხებულთა დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ძალოვანებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკება მოხდა თურქეთის ქალაქ ქონიას ავიაბაზაზე. "როიტერის" ინფორმაციით, ვითარება აქაც კონტროლს ექვემდებარება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა