მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტი "მოპარა"

მელანია ტრამპმა მიშელ ობამას გამოსვლის ტექსტი "მოპარა"

ორშაბათ საღამოს გამართულ რესპუბლიკელთა ნაციონალურ კონვენციაზე პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლემ მელანია ტრამპმა ამერიკის პირველი ლედის, მიშელ ობამას 2008 წლის გამოსვლის სიტყვები გაიმეორა.

გთავაზობთ მელანია ტრამპისა და აშშ-ის პირველი ლედის წარმოთქმული სიტყვების შედარებას:

მელანია ტრამპის სიტყვა 2016 წლის 18 ივლისი:

"პატარა ასაკიდანვე ჩემმა მშობლებმა აღმზარდეს იმ ღირებულებებზე, რომ საწადელის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო, რომ შენი სიტყვა შენი ქონებაა და რასაც ამბობ, უნდა შეასრულო, ადამიანებს პატივისცემით უნდა მოეპყრა. მათ მასწავლეს და მიჩვენეს ღირებულებები, მორალი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არის გაკვეთილი, რომელსაც მე ჩვენს შვილებს გადავცემ.

ჩვენ ეს გაკვეთილი მრავალ თაობებს უნდა გადავცეთ, რადგან გვსურს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომ საკუთარი მიღწევების ზღვარს ოცნებების სიძლიერით და შრომისადმი თავდადებით აწესებ".

მიშელ ობამას სიტყვა 2008 წლის 25 აგვისტოს:

"მე და ბარაკი ერთნაირ ღირებულებებზე გავიზარდეთ: იმ ღირებულებებზე, რომ ცხოვრებაში საწადელის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომო, რომ შენი სიტყვა შენი ქონებაა და რასაც ამბობ, ის უნდა შეასრულო, ადამიანებს ღირსებით და პატივისცემით უნდა მოეპყრა მაშინაც, როდესაც მათ არ იცნობ და მაშინაც, როდესაც მათ არ ეთანხმები.

მე და ბარაკმა ამ ღირებულებების მიხედვით გავიკვლიეთ ცხოვრებაში გზა და გვსურს, ეს ღირებულებები მომავალ თაობებს გადავცეთ, რადგან გვინდა ჩვენმა შვილებმა და ამ ქვეყნის ყველა შვილმა იცოდეს, რომ შენი მიღწევების სიმაღლის ზედა ზღვარს საკუთარი ოცნებებისადმი სწრაფვით და თავდადებული შრომით აწესებ".

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა