ბოლო ერთი წლის ყველაზე სისხლიანი ტერაქტების ქრონიკა

ბოლო ერთი წლის ყველაზე სისხლიანი ტერაქტების ქრონიკა

2015-2016 წლებში ევროპის და აზიის ქალაქებში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი ტერორისტული აქტების ქრონიკა:

14 ივლისი, 2016 წელი

საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის ფეიერვერკებით აღნიშვნის დროს ქალაქ ნიცის სანაპიროზე მდგარ ხალხში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. მძღოლი რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასრესას ცდილობდა. ის პოლიციელებმა 30 გასროლით მანქანის კაბინაში ჩაცხრილეს. ტერორისტს აღმოაჩნდა პისტოლეტი, ხელყუმბარისა და გრძელლულიანი თოფის მულაჟები. 31 წლის ტუნისელს ადგილობრივი პოლიცია იცნობდა, როგორც ხულიგანს, თუმცა სპეცსამსახურები მასზე, როგორც პოტენციურ ტერორისტზე, არ ეჭვობდნენ. მან გამოიყენა ტერორისტული აქტის განხორციელების ახალი, თუმცა ბომბის აფეთქებაზე არანაკლებ საშიში მეთოდი, რის შედეგად დაიღუპა 84 ადამიანი, 202 კი დაშავდა.

28 ივნისი, 2016 წელი

თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელში, ორმა ტერორისტმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა და პოლიციის ყურადღება მიიპყრო, რითაც ისარგებლა ორმა კამიკაძე-ტერორისტმა, შეაღწია აეროპორტის ტერმინალში და თავი მგზავ­რებს შორის აიფეთქა. ტერორისტები, სავარაუდოდ, ჩრდილო კავკასიიდან და შუა აზიიდან იყვნენ და "ისლამური სახელმწიფოს" დავალებით მოქმედებდნენ.

იხილეთ ვიდეოქრონიკა

22 მარტი, 2016 წელი

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სამი ტერორისტული აფეთქება მოხდა: ორი - აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, ერთი კი - მეტროპოლიტენის ვაგონში. აფეთქებები კამიკაძე-ტერორისტებმა განახორციელეს. ტერაქტების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 340 - დაიჭრა.

13 მარტი, 2016 წელი

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ავტობუსების გაჩერებაზე აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შუა იდგა. თითის ანაბეჭდებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანაღმულ მანქანაში თვითმკვლელი ქალი-ტერორისტი იჯდა. ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.

13 ნოემბერი, 2015 წელი

პარიზში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. სამი აფეთქება მოხდა იმ სტადიონის გარეთ, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. ამავე დროს, ტერორისტებმა ერთ-ერთ რესტორანში ხალხს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს, თეატრში კი მძევლები აიყვანეს. ტერაქტების სერიის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა.

პასუხისმგებლობა ტერაქტების განხორციელებაზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო  განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა