ქართული სანომრე ნიშნის მქონე "მერსედესმა" კიევში მასშტაბური ავარია მოაწყო

ქართული სანომრე ნიშნის მქონე "მერსედესმა" კიევში მასშტაბური ავარია მოაწყო

20 ივლისს კიევში, გოლოსეევსკის რაიონში მასშტაბური ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე "მერსედესის" მარკის ავტომობილია, რომელსაც ქართული სანომრე ნიშნები აქვს - GE - 888 -UA.

წინასწარი მონაცემებით ქართული რეგისტრაციის ნომრის მქონე "ემელის" მძღოლმა, მართვაზე კონტროლი დაკარგა, შემხვედრ ზოლზე გადავიდა და "ტოიოტას" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შედეგად "ტოიოტას" უკნიდან BMW X5 დაეჯახა.

"ტოიოტას" დაზარალებული მძღოლი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. "მერსედესის" მძღოლმა თავის ქალის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. უკრაინული მედიისთვის უცნობია ვინ მართავდა ქართული სანომრე ნიშნების მქონე "მერსედესს".

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი მუშაობდა.

მომზადებულია dtp.kiev.ua-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა