ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა

ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრში 9 ადამიანი ჩაცხრილა

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გერმანიის პოლიცია იტყობინება. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.

მომხდარის გამო მიუნხენში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხდა. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. მოძრაობა სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღდგა.

იხილეთ ვიდეო

თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ თავდასხმაში სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. იგი რამდენიმე საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველთა ვარაუდით, მან თავი მოიკლა.

მიუნხენის პოლიციის ხელმძღვანელმა განახადა, რომ ეჭვმიტანილი ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებებისთვის ცნობილი არ იყო. ჯერჯერობით არ იკვეთება მისი ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა