თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს

თურქეთში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გავრცელებული ცნობით, დაკავების მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა.

ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან 60 000-მდე ადამიანი დაითხოვეს. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, გადაყენებული 60 000-მდე ადამიანი "ყინულის მხოლოდ ერთი ნაწილია" და პირობა დადო, რომ კიდევ ბევრ ადამიანს შეეხება მკაცრი სანქციები.

დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9000-ზე მეტი პოლიციელი, 3000 მოსამართლე და 6000 სამხედროა. ასევე გათავისუფლებულები არიან სკოლისა და უნივერსიტეტის მასწავლებლები და ლექტორები.

ირანში რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს - რას ედავებოდნენ ჟურნალისტს

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს

კარანტინის დროს, სარეველების ამოთხრისას, მე-15 საუკუნის განძი იპოვეს - ბრიტანელმა მებაღემ ისტორიული საგანძური აღმოაჩინა