საფრანგეთის პრეზიდენტმა მიუნხენში მომხდარ ფაქტს "ამაზრზენი ტერორისტული აქტი" უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა მიუნხენში მომხდარ ფაქტს "ამაზრზენი ტერორისტული აქტი" უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გუშინ, მიუნხენში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. ოლანდის თქმით, ეს იყო "ამაზრზენი ტერორისტული აქტი", რომელიც გერმანიაში შიშის ატმოსფეროს შექმნისკენ არის მიმართული.

"გერმანია ამას წინააღმდეგობას გაუწევს, მას შეუძლია საფრანგეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს", - განაცხადა ოლანდმა.

ბოლო ინფორმაციით, მიუნხენის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" 18 წლის ირანელმა გახსნა ცეცხლი. მას გერმანიისა და ირანის მოქალაქეობა ჰქონდა და მიუნხენში ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობდა.

მიუნხენში მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ცხედარი სავაჭრო ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა