რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

რუსულ პრესაში შაქრო კალაშოვის სკანდალური ბინის ფოტოები გამოჩნდა

ორიოდ კვირის წინ რუსეთში დაპატიმრებული ცნობილი კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის საქართველოში არსებული სახლების შესახებ ქართულ მედიაში წლების წინ ბევრს საუბრობდნენ, ამჯერად რუსულ პრესაში მისი რუსეთში მდებარე სახლის და ინტერიერის ფოტოები გამოჩნდა. დაპატიმრებისას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებმა საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი გააკეთეს და ძვირფასი სახლის ფოტოები შემდეგ მედიაში მოხვდა.

სახლი საკმაოდ დიდ ფართს მოიცავს. ეზოში განთავსებულია რამდენიმე ნაგებობა, ისეთი მაგალითად, როგორიც არის დაცვის სახლი, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი, ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლი.

ავტოპარკი საუკეთესო უცხოური მანქანებით არის სავსე. სახლის გარეთა ფასადი არაფრით გამოირჩევა, საშუალო დონის მაცხოვრებლის სახლს წააგავს, მასალებიც ისეთია გამოყენებეული, ნებისმიერ ბაზრობაზე რომ იყიდება. ასე რომ, ერთი შეხედვით ეს სახლი არანაირ ყურადღებას იპყრობს. ვერავინ წარმოიდგენს, რა შეიძლება იმალებოდეს ამ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სახლის მიღმა. თუ ამ სახლის არქიტექტორის მთავარი დავალება სახლის შენიღბვა იყო, მაშინ მას ეს დავალება მართლაც ხუთიანზე შეუსრულებია... განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა