ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, დაშავებულია 240-მდე ადამიანი.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო "ამაკის" ცნობით, შიიტებით დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ორმა ექსტრემისტმა დეტონატორი აამოქმედა.

ქაბულში აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში მასობრივ აქციას მართავდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა