ჟან-კლოდ იუნკერი - თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს

ჟან-კლოდ იუნკერი - თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს

თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ტელეკომპანია France 2-ვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეტთ მასთან მოლაპარაკებებს, რადგან ევროკავშირში არ არის იმ ქვეყნის ადგილი, რომლის საკანონმდებლო არსენალში სიკვდილით დასჯა არსებობს“, - განაცხადა იუნკერმა.

მან ასევე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა