თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას თურქული არხი NTV ავრცელებს.

აღნიშნულ სიაშია ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც პროსამთავრობო გამოცემა Sabah daily-დან 2013 წელს, კორუფციულ სკანდალის გაშუქების გამო დაითხოვეს.

თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დააკავეს.

საერთაშორისო უფლებადამცველების ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ იყენებენ წამებას და სხვა სასტიკ მეთოდებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა