კიევის ყველაზე ლამაზი პატრული სახეში შეფურთხების შედეგად გარდაიცვალა

კიევის ყველაზე ლამაზი პატრული სახეში შეფურთხების შედეგად გარდაიცვალა

კიევში ყველაზე ლამაზი პატრული ქალი არინა კოლცოვა გარდაიცვალა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ფოტო ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებადი იყო უკრაინულ პრესაში და ხშირად გამოიყენებოდა პოლიციის შესახებ ამბების გაშუქებისას.

ტრაგედიის შესახებ მისმა კოლეგამ მიხაილ კანდრაკევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ქალი გასული წლის დეკემბერში დაავადდა ეჭვმიტანილის დაკავების დროს.

"ახალი წლის შემდეგ დაავადდა, მას შემდეგ, რაც ეჭმიტანილი დავაკავეთ, რომელმაც სახეში შეაფურთხა. რაღაც დროის შემდეგ არინამ გონება დაკარგა და სულ მკურნალობდა. ნახევარი წელი ებრძოდა ფილტვების დაავადებას. ქიმიოთერაპია, წვეთოვანით კვება, წონის კლება... ბოლო დროს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ჭამაც აღარ შეეძლო", - წერს კინდრაკევიჩი.

გარდაცვლილ პოლიციელს არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა.

მომზადებულია ren.tv-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა