მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას შთამბეჭდავმა გამოსვლამ დასავლური მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკა.

პირველი ლედი დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე გამოვიდა ათი ათასობით მაყურებლის თვალწინ. მისი მიმართვის ძირითადი მესიჯი მომავალი პრეზიდენტის როლს შეეხებოდა ამერიკელი ახალგაზრდობის განვითარების საქმეში.

"ამ არჩევნებში და ყველა მომავალ არჩევნებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვის ექნება ძალაუფლება განსაზღვროს ჩვენი შვილების მომავალი 4 თუ რვა წლის განმავლობაში. დღეს მე აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვანდობ ამ პასუხისმგებლობას, ერთადერთი ადამიანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, შესაბამისად კვალიფიციურია იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ეს ჩვენი მეგობარი ჰილარი კლინტონია" - აღნიშნა საუბრისას მიშელ ობამამ.

ობამამ სიტყვის შესავალში გაიხსენა, რა წინააღმდეგობებთან იყო დაკავშირებული ობამების ოჯახის მისვლა თეთრ სახლში და როგორ მოქმედებდა მათ შვილებზე სიძულვილნარევი რიტორიკა ბარაკ ობამასადმი. ამ კონტექსტში მან მეუღლის მოქალაქეობისა და რწმენის საკითხებზე საზოგადოების ნაწილის ზეწოლა გაიხსენა.

პირველ ლედის სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით. მისი გამოსვლის ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ემოციური იყო და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გთავაზობთ ამონარიდს აშშ-ს პირველი ლედის გამოსვლიდან:

"ეს გახლავთ ამ ქვეყნის ისტორია, ისტორია, რომელმაც მე დღეს ამ სცენაზე მომახვედრა, ისტორია იმ თაობებისა, რომლებიც საკუთარ სხეულზე გრძნობდნენ მათრახების დარტყმას, მონობის სირცხვილს, სეგრეგაციის ჩხლეტას, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ ბრძოლას, რწმენას და იმის კეთებას, რაც გასაკეთებელი იყო. და მე დღეს, ყოველ დილით ვიღვიძებ სახლში, რომელიც მონებმა ააშენეს.

მე ვუყურებ ჩემ ქალიშვილებს, ორ ლამაზ, ჭკვიან, ფერადკანიან ახალგაზრდა ქალს, რომლებიც თავიანთ ძაღლებთან ერთად თამაშობენ თეთრი სახლის ეზოში... და სწორედ ჰილარი კლინტონის გამო, ჩემ ქალიშვილებს და ჩვენი ყველას შვილებს, აქვთ რწმენა, რომ ქალი, შეიძლება იყოსამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

...არ მიცეთ არავის უფლება გითხრათ, რომ ეს დიდებული ქვეყანა არაა, რომ მას წარსული დიდების დაბრუნება სჭირდება. იმიტომ რომ, ამერიკა ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდებული ქვეყანაა" - აღნიშნა 15-წუთიან გამოსვლაში ამერიკის პირველმა ლედიმ.

მეუღლის შთამბეჭდავ გამოსვლას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი:

"საოცარი სიტყვა წარმოთქმული საოცარი ქალის მიერ. ვერ ვიქნები მეტად ამაყი და ჩვენი ქვეყანა დალოცვილია ჰყავდეს ასეთი პირველი ლედი. მიყვარხარ, მიშელ" - დაწერა ბარაკ ობამამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა