ვინ არის ქალი, რომელმაც მიშელ ობამას შთამბეჭდავი საჯარო სიტყვა დაწერა

ვინ არის ქალი, რომელმაც მიშელ ობამას შთამბეჭდავი საჯარო სიტყვა დაწერა

...როდესაც სარა ჰურვიცი ლეპტოპთან ჯდება, ხმაურისგან დამცავ ყურსასმენებს იკეთებს და გონებაში მიშელ ობამას ხმას წარმოიდგენს. ხმამ შეიძლება უთხრას: არა, ეს ფრაზა არ ვარგა, ან: ზუსტად ისე ვყვებით ამ ისტორიას, რომ ხალხს მიაგოს პატივი?

38 წლის სარა ჰურვიცი უკვე შვიდი წელია ამერიკის პირველი ლედის საჯარო გამოსვლების სიტყვას წერს. ეს ორნი იმდენად შეთანხმებულად მუშაობენ, რომ თითქმის ყველა საჯარო გამოსვლა ჰურვიცის დაწერილი ან რედაქტირებულია. ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოსვლა, რომელმაც დასავლური მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკა, პირველ ლედის ორშაბათს, დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე ჰქონდა. მისი მიმართვის ძირითადი აქცენტი მომავალი პრეზიდენტის როლს შეეხებოდა ამერიკელი ახალგაზრდობის განვითარების საქმეში.

"როდესაც მისთვის ვწერ, მისი ხმით ვასწორებ ნაწერს, რადგან ბოლო წლების მანძილზე ძალიან დიდი ინფორმაცია გამიზიარა და ყოველთვის ზუსტად იცის, რა სურს", - განაცხადა ჰურვიცმა.

ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ჰურვიცი ერთ-ერთი პირველია, ვინც 2008 წელს ობამას მომსახურე პერსონალთან ერთად თეთრ სახლში შევიდა. ის ჯერ ჰილარი კლინტონისთვის წერდა სიტყვას, შემდეგ კი ობამას გუნდმა შესთავაზა სამუშაო.

ჰურვიცი მიშელ ობამას ჩიგაკოში შეხვდა მისსავე სახლში, სადაც 90-წუთიანი საუბარი ქონდათ.

"პირდაპირ მითხრა, აი ასეთი ვარ, ესაა ჩემი წარსულიო. ეს ჩემი ოჯახიაო. ესაა ჩემი ფასეულობები და ამის შესახებ მინდა საუბარიო. მაშინ მივხვდი, რომ მიშელ ობამამ იცის, ვინ არის და ყოველთვის იცის, რა სურს", - ყვება ჰურვიცი.

ასევე წაიკითხეთ: მიშელ ობამას შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც მსოფლიო მედია და მისი მეუღლე აღაფრთოვანა

მომზადებულია medium.com-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა