გერმანიაში აფეთქება მოხდა

გერმანიაში აფეთქება მოხდა

ბავარიის ქალაქ ცირნდორფში, რომელიც ნიურნბერგის მახლობლად მდებარეობს, დევნილთა მიმღები ცენტრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქება აღნიშნული ცენტრიდან 200 მეტრში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა ჩანთა, რომელშიც ბალონი იყო მოთავსებული. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველები რამდენიმე არაბული გარეგნობის პირის შესახებ საუბრობენ, რომლებიც იმ მხრიდან გარბოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა.

აფეთქების შემდეგ პოლიციამ ცირნდორფში სპეცოპერაცია დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა