"ელიტური სუტენიორების" შურისძიება რუსეთში - ახალგაზრდა წყვილი პარკინგზე მოკლეს

"ელიტური სუტენიორების" შურისძიება რუსეთში - ახალგაზრდა წყვილი პარკინგზე მოკლეს

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, ერთ-ერთ საპარკინგე ზონაში მოკლული ქალისა და მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს ხვდბოდა. პოლიცია მკვლელობის ვერსიად შურისძიებას განიხილავს. გარდაცვლილი ქალი, ლარისა ტარნავსკი ე.წ. "ცოცხალი საქონლით" ვაჭრობაში იყო ჩართული. როგორც მეგობრები და ნაცნობები ყვებიან, ლარისა ელიტური სექს-მუშაკების მენეჯერი იყო, რომლებიც მდიდარ მამაკაცებს ხვდებოდნენ. ლარისა მხოლოდ ისეთ კლიენტებთან იჭერდა საქმეს, ვინც მინიმუმ 1000 დოლარს იხდიდა მომსახურებაში.

"მის გარშემო დიდი ფული ტრიალებდა. გოგონებს კლიენტების მისამართებზე გზავნიდა ძვირადღირებულ სასტუმროებში", - ყვება მოკლულის მეგობარი. წყვილის ნაცნობ-მეგობრები ყვებიან, რომ ლარისა სექს-მუშაკებს დეპუტატებს და ბიზნესმენებს ახვედრებდა. ის "ცოცხალ საქონელს" ასევე დუბაიში აგზავნიდა. არსებული ინფორმაციით, ლარისას ქართველი პარტნიორიც ჰყავდა, რომელიც ამ საქმიდან მოზრდილ წილს იღებდა.

მოკლული მამაკაცი ანდრეი კომისაროვია. მასთან შეხვედრა ლარისამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ახალგაზრდა ბიჭი კომპანიაში Renaissance Constructions-ში ინჟინრად მუშაობდა და დიდ ფულს შოულობდა. მიუხედავად ამისა, ლარისამ თავისი სამუშაო არ მიატოვა.

"ლარისა თავად დიდ პროცენტს იღებდა გოგონების მომსახურების საფასურიდან. არც აპირებდა ამ სამსახურის მიტოვებას, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული შეყვარებული გაიჩინა", - ყვება მოკლულის მეგობარი.

მათივე თქმით, გოგონას ბევრი მოშურნე ჰყავდა, რომლებსაც მისი მდგომარეობა არ მოსწონდათ. პოლიცია ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. სამართალდამცველები მკვლელობის მთავარ მოტივად კონკურენტების შურისძიებას ასახელებენ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა