ერევანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში მოათავსეს

ერევანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში მოათავსეს

ერევანში პოლიციამ, გუშინ ღამით განყოფილებაში გადაყვანილი 165 მოქალაქიდან 26-ის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სომხური მედია იტყობინება, ამის შესახებ ერევნის პოლიციის უწყებაში აცხადებენ.

დაკავებულთა ვინაობა უცნობია, თუმცა ჟურნალისტები წერენ, რომ მათ შორის ოპოზიციური პარტია "მემკვიდრეობის" თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარტიროსიანია.

წუხელ ერევანში, პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად მასობრივი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქტივისტები ძალისმიერი გზით დაარბიეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

დაპირისპირების შემდეგ 60-მდე აქტივისტი საავადმყოფოში, სხვადასხვა სირთულის ტრავმით გადაიყვანეს.

რადიო "თავისუფლება" იტყობინება, რომ დაშავებულთა შორის არის რადიოს ერევნის ბიუროს სამი თანამშრომელი. კერძოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები, რომლებიც ხელკეთებით იყვნენ შეიარაღებული, გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს და ვიდეოკამერა დაუმტვრიეს.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა დაშავებულ ჟურნალისტებზეც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა