ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი სიკვდილით დასაჯეს

ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი სიკვდილით დასაჯეს

ირანელი ფიზიკოსი და ბირთვული პროგრამის ექსპერტი შაჰრამ ამირი ირანში სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას მეცნიერის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ახლობლების განმარტებით, ოფიციალურმა თეირანმა ოჯახის წევრებს ფიზიკოსის ცხედარი უკვე გადასცა. მას ნაიარევი ყელსა და კისერზე ეტყობა.

ირანელი მეცნიერი 2009 წელს მექაში ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რის შემდეგაც სახლში აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ამერიკის დაზვერვის სამსახურს ჰყავდა დაკავებული. ოფიციალურმა ვაშინგტონმა საჰრამ ამირის გაუჩინარების საქმესთან საკუთარი თანამონაწილეობა კატეგორიულად უარყო, თუმცა 2010 წელს ტელეკომპანია ABC News-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ ამირი დასავლეთში გაიქცა, რათა დაზვერვის სამსახურს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოგროვებაში დახმარებოდა.

ამირის გაუჩინარების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ საუდის არაბეთი მეცნიერის გატაცებასა და მისი აშშ-სთვის გადაცემაში დაადანაშაულა. 2010 წელს მეცნიერი ირანში დაბრუნდა, სადაც ის გმირივით მიიღეს. თუმცა მოგვიანებით თეთრმა საახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამირი საკუთარი ნებით ჩავიდა აშშ-ში და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა