ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს

ზაარბრიუკენის კაფეში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი სარდაფში მძინარე იპოვეს

გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის კაფეში დღეს შეჭრილი მამაკაცი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა დაწესებულების სარდაფში მძინარე აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ბილდი" იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ 43 წლის მამაკაცი სულაც არ ყოფილა შეიარაღებული, თუმცა ის შენობაში შეჭრის დროს სისხლიანი იყო. მას ტანზე მცირე ზომის ჭრილობა ჰქონდა.

შენობაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ, აღნიშნული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, პირადი მოტივებით მოქმედებდა. ეჭვობენ, რომ ის არასტაბილურ ფსიქიკურ მდგომარეობაშია.

მანამდე უცხოური მედია პოლიციაზე დაყრდნობით აღნშნავდა, რომ ფაქტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს. მამაკაცს არ ჰყავდა მძევლები და პოლიციასთან კონტაქტზე არ გამოდიოდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა