"ჩინურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-სა და ნატო-ს წინააღმდეგ მომავალ ომში მოკავშირეები იქნებიან"

"ჩინურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-სა და ნატო-ს წინააღმდეგ მომავალ ომში მოკავშირეები იქნებიან"

ამ რამდენიმე დღის წინ, გავლენიანმა პოლონურმა გამოცემამ Gazeta Wyborcza გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება", რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ანონიმური წყარო გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ მოსკოვმა უკრაინის საზღვართან დაიწყო ჯარისკაცის განლაგება და სარაკეტო-საჰაერო ძალების კონცენტრაცია. რუსი სამხედრო ექსპერტის, რუსლან პუხოვის ინფორმაციით კი რუსეთი სამხედრო ძალების კონცენტრაციას ზრდის არამხოლოდ უკრაინის მიმართულებით, არამედ ბელორუსის საზღვართანაც და ბალტიისპირეთისა და პოლონეთის სიახლოვეს. (იხილეთ: Gazeta Wyborcza - რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება)

2008 წლის ომიდან 8 წლის თავზე რა საფრთხე შეიძლება გვემუქრებოდეს რუსეთისგან და რამდენად რეალურია სტატიაში გამოთქმული ვარაუდები? - გვესუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი თეორიული საფრთხე მართლაც არსებობს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული და ჩემი აზრით, ამ სტატიის მიზანიც ესაა მსოფლიოს მიუთითოს საფრთხეზე, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ომის წამოწყება. მოგეხსენებთ, რუსეთი მასშტაბურ სწავლებას "კავკაზ 2016"-ს იწყებს და ეს გარემოებაც ხელს უწყობს ამგვარ ვარაუდებს. სამხედრო აქტივობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შეინიშნება შემდეგ ტერიტორიაზე: დასავლეთ ევროპის და უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებზე, კალინგრადის ოლქში. გარდა ამისა, საჯარისო ფორმირებები წვრთნებს გადიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ასევე სომხეთში, გიურმის ბაზაზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთივე წვრთნები მიმდინარეობს არქტიკაში, რომელშიც ჩართულები არიან ჩრდილოეთის ოლქის სამხედრო შენაერთები. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთისგან ეს იყოს ერთგვარი ძალის დემონსტრირება და სამზადისი ექსტრემალური სიტუაციისთვის. მოგეხსენებათ, ნატო-მ ძალიან აქტიურად დაიწყო სამხედრო კონტიგენტის განლაგება ევროპაში. მაგალითად, რუმინეთში, სადაც ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები განალაგა და შეიყვანა ჯარების მცირერიცხოვანი კონტიგენტი.

საინტერესო და ყურადსაღებია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის აქტივობა შავ

ზღვაში, მაგარამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აშშ-ს ფლოტი ს დიდი აქტიურობა შეინიშნება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რამაც განაპირობა ის, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ხალხს მოუწოდა, დაიწყონ მზადება ომისათვის. გარდა ამისა, ჩინურ პრესაში აქტიურად წერენ, რომ რუსეთი და ჩინეთი აშშ-სა და ნატო-ს წინააღმდეგ მომავალ ომში მოკავშირეები იქნებიან. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ძალების დემონსტრირება და კუნთების თამაშია, მაგრამ ბოლომდე იმის გამორიცხვა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, არ შეიძლება.

- რამდენად მაღალია ამის ალბათბა?

- კონფლიქტის დაწყების ალბათობა დაბალია, იმიტომ, რომ კარგად იცის ორივე მხარემ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში გამარჯვებული არავინ დარჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ის, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა