რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიმართ გულგრილად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა

რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიმართ გულგრილად განწყობილი მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიმართ გულგრილად არიან განწყობილი. შესაბამისი გამოკითხვა "ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა.

გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეების 17%-მა განაცხადა, რომ პუტინის მიმართ გულგრილად არის დამოკიდებული - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლის მარტის შემდეგ.

პუტინის მიმართ სიმპატიით გამოკითხულთა მხოლოდ 29%-ია განწყობილი, მაშინ როცა 2015 წლის მარტში მათი რაოდენობა 37%-ს შეადგენდა.

"ლევადა-ცენტრის" დირექტორის, ლევ გუდკოვის შეფასებით, პრეზიდენტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებისთვის არის მახასიათებელი.

რესპოდენტებმა პუტინის მთავარ მიღწევად დაასახელეს მსოფლიოში რუსეთის პოზიციების განმტკიცება და არმიის გაძლიერება, წარუმატებლობად კი - კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლება, ხელფასებისა და პენსიების ზრდა და ეკონომიკური განვითარება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა