პატარძალი საკურთხევლამდე იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელსაც მამამისის გული გადაუნერგეს

პატარძალი საკურთხევლამდე იმ მამაკაცმა მიიყვანა, რომელსაც მამამისის გული გადაუნერგეს

ეს ისტორია დიდი ხნის წინ დაიწყო: 10 წლის წინ, ქალაქ სუისველის (პენსილვანიის შტატი, აშშ) მცხოვრებელ ჯენი სტეპიენის მამა მოკლეს, მისი გული კი ნიუ-ჯერსელ პაციენტს გადაუნერგეს. ახლა კი, ართურ თომასი, თავისი დონორის ქალიშვილის ქორწილში ჩამოვიდა, რათა საკურთხევლამდე მიეცილებინა ის.

2006 წელს, შინ მიმავალ მაიკლ სტეპიენს 16 წლის მძარცველი დაესხა თავს და სიცოცხლეს გამოასალმა. ყაჩაღს 40 წელი მიუსაჯეს, გარდაცვლილის ოჯახმა კი გადაწყვიტა, რომ მაიკლის გული გადაეცა სიკვდილის პირას მყოფი ადამიანისთვის – ართურ თომასისთვის.

"საჭირო ორგანოს დალოდება არც თუ ისე ადვილია, ამიტომაც, როდესაც გული გადამინერგეს,

გადავწყვიტე, მადლიერება გამომეხატა მაიკლის ოჯახის მიმართ". დონორული ორგანიზაციის წესების მიხედვით, დონორის ოჯახს რეციპიენტთან ურთიერთობის ნებას რთავენ. ამიტომაც, სტეპიენის ოჯახი ართურს დაუმეგობრდა... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა