სისხლსა და ჭუჭყში მოთხვრილი სირიელი ბიჭუნა - სულისშემძვრელი ფოტოები საომარი ზონიდან

 სისხლსა და ჭუჭყში მოთხვრილი სირიელი ბიჭუნა - სულისშემძვრელი ფოტოები საომარი ზონიდან

ეს ომრან დაქნეშია - 5 წლის ბიჭუნა სირიიდან. ბევრი თანატოლისგან განსხვავებით გაუმართლა - ალეპოში საჰაერო დარტყმას სასწაულებრივად გადაურჩა.

პატარას ფოტო, სადაც ის ჭუჭყსა და სისხლშია მოსვრილი, სოციალური მედიისა და წამყვანი მედიასაშუალებების მთავარ ამბად იქცა. ფოტოზე ომრანი სასწრაფო დახმარების მანქანის სავარძელში ზის. მედიკოსებმა ბიჭუნა დაბომბილი შენობის ნანგრევებიდან შოკურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. გაშეშებული სახით, უძრავად მჯდარი ბავშვი ფოტოზე სასწრაფოს ექიმმა აღბეჭდა და Telegraph-ის ჟურნალისტს რაფ სანჩესს გადაუგზავნა.

მეორე ფოტოზე 5 წლის ომრანი უკვე თავშეხვეული წევს სასწრაფოს მანქანაში. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ომრანი ცოცხალია.

სირიაში 5 წლის მანძილზე, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 15 ათასზე მეტი ბავშვია დაღუპული.

იხილეთ ვიდეო

თავის ქალაში ჩიპის ჩადგმის შემდეგ, ლაპარაკი საჭირო აღარ იქნება - ილონ მასკის ახალი პროექტი, რომელიც 5 წელიწადში ენებს "გამოუსადეგარს გახდის"

საქართველოში მყოფმა, კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ბრიტანული ლაბორატორიიდან საიდუმლო ინფორმაცია მოიპარეს - Daily Mail-ის სკანდალური სტატია

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა