ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მესამე აფეთქება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მესამე აფეთქება მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მესამე აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, აღმოსავლეთ პროვინცია ბითლისში მანქანა აფეთქდა, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, შედეგად სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 6 დაშავდა.

თურქული მედიის ცნობით, აფეთქება თურქეთში აკრძალული "ქურთისტანის მუშაკთა პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული. ამავე პროვინციაში, ქურთ მებრძოლებთან მომხდარ შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ერთი სამხედრო. თურქეთის არმია პროვინცია ბითლისში ანტიტერორისტული ოპერაციას ატარებს.

პირველი აფეთქების შესახებ ვანის პროვინციაში გახდა ცნობილი. დაიღუპა 3 და დაშავდა 40 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა პოლიციის შენობასთან მოხდა, რაც ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილის საშუალებით განახორციელეს.

მეორე აფეთქება კი, თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ელაგიზში მოხდა. დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან ქალაქ ელაზიგში აფეთქდა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, დაღუპულია 3, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა