თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 30, დაშავებულია 100-მდე ადამიანი

თურქეთში ქორწილში აფეთქება მოხდა - დაღუპულია 30, დაშავებულია 100-მდე ადამიანი

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარ აფეთქებას, პირველი მონაცემებით 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 94 ადამიანი.

აფეთქების ხმა 20 აგვისტოს ღამით, დაახლოებით 21:30 საათზე გაისმა, როცა თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში ქორწილი აღინიშნებოდა. ქორწილის სტუმრები ღია ცის ქვეშ აღნიშნავდნენ დღესასწაულს.

ქალაქი გაზიათეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. გაზიანთეფის ოფიციალური პირების განმარტებით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. ადგილობრივი ჟურნალისტის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის სხვადასხვა ადგილას გაისმა ხმა.

ჯერჯერობით აფეთქება თავის თავზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სალიმ ტაივარი, მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრი, ტვიტერზე გამოთქვამს ვარაუდს, რომ აფეთქების უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას.

პრემიერ მინისტრის მოადგილე მეჰმეტ სიმსეკმა კი ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა: "ეს ბარბაროსული თავდასხმა იყო, სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ყველა ტერორისტული დაჯგუფება - ქურთისტანის მუშათა პარტია, დაეში (ისლამური სახელმწიფო) და სხვები უტევენ თურქეთს, მაგრამ ღმერთის ნებით გადავლახავთ".

მომზადებულია foxnews.com-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა