სირიელი ომრან დაკნეშის უფროსი ძმა მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

სირიელი ომრან დაკნეშის უფროსი ძმა მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა

აფეთქებული სახლის ნანგრევებიდან გამოყვანილი სირიელი ბიჭუნას, ომრან დაკნეშის უფროსი ძმა მიყენებული ჭრილობებისგან დღეს გარდაიცვალა. 10 წლის ალიმ მრავლობითი დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც სახელისუფლებო ძალებმა ალეპოში საჰაერო სპეცოპერაციის მიმდინარეობისას მათი სახლი დაბომბა.

თვითმხილველების ინფორმაციით, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, ალი დაკნეშს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, ორგანოები კი ძლიერად იყო დაზიანებული.

დაკნეშების სახლი საჰაერო იერიშის მიმდინარეობისას 17 აგვისტოს დაიბომბა. ნანგრევებიდან გამოყვანილი ოჯახის წევრები სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

სირიის სახელისუფლებო ძალები, რუსეთის ავიამოიერიშეების დახმარებით ალეპოს მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ნაწილს ხშირად ბომბავენ. ერთ დროს სირიის კომერციული და ინდუსტრიული ქალაქი, ამ დროისთვის ორ ნაწილად არის გაყოფილი. დასავლეთი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, აღმოსავლეთ ნაწილში კი მეამბოხეები არიან გამაგრებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა