თურქეთში ქორწილში 14 წლამდე მოზარდმა აიფეთქა თავი

თურქეთში ქორწილში 14 წლამდე მოზარდმა აიფეთქა თავი

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებული 12-დან 14 წლამდე მოზარდია. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავრცელებს.

ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, აფეთქების უკან ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა", რომლის სამიზნე ქურთი წყვილის ქორწილი გახდა.

გაზიანთეფი სირიის საზღვართან მდებარე ქალაქია. გავრცელებული ცნობით, მას დაეშის )ისლამური სახელმწიფო) მებრძოლები საკუთარ დასაყრდენად იყენებენ.

ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. 100-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან 17 ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. გამოცემის თანახმად, თვითმკვლელს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი და 2 სამართალდამცველის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა