რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში

რას წერს თარხან ბათირაშვილი ანდერძში

ისლამური სახელმწიფოს ფრანგულენოვანი ონლაინ გამოცემა Dār al-Islām თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის ანდერძს აქვეყნებს. "ჟღალი გენერალი" ანდერძში 5 რეკომენდაციას გასცემს:

"ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია.

პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მუჯაჰიდინს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება.

მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება.

მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარს.

მეოთხე რეკომენდაცია: უგულებელყვეთ ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, ყველა განიკითხებით იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში.

მეხუთე რეკომენდაცია: მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს - ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის ქვეყნის დაპყრობა, ისევე როგორც იერუსალიმის დაპყრობა.

და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია" - წერია ალ შიშანის ანდერძში, რომელიც ფრანგულენოვანმა ონლაინ გამოცემა Dār al-Islām-მა გაავრცელა.

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მედიასაშუალებებმა თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ივლისში გაავრცელეს ინფორმაცია.

დაჯგუფების მედია სააგენტო "AMAQI" წერდა, რომ "ჟღალი გენერალი" საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის "ისლამური სახელმწიფოსთვის" ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

იხილეთ ვიდეო

ფრანგულიდან თარგმნა კახა დგებუაძემ

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე