იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 240-ს გადააჭარბა. დაშავებულია 368 ადამიანი.

4 300-ზე მეტი მაშველი, მძიმე ტექნიკის დახმარებით, მთელი ღამის განმავლობაში, ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის ბევრი მცირეწლოვანია. მისივე ვარაუდით, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში გუშინ გამთენიისას მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის შედეგად დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე ქალაქები და სოფლები. ქალაქი ამატრიჩე თითქმის მთლიანად განადგურებულია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა