აფეთქება თურქეთის ქალაქ ჯიზრეში: დაღუპულია ცხრა, დაშავდა 70-მდე ადამიანი

აფეთქება თურქეთის ქალაქ ჯიზრეში: დაღუპულია ცხრა, დაშავდა 70-მდე ადამიანი

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში ძლიერი აფეთქება პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ჯიზრეში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა