იტალიაში გამეორეობითი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში გამეორეობითი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში გამეორეობითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ამატრიჩესთან მიმავალი მთავარი მაგისტრალი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სწორედ ამ გზის საშუალებით გადაადგილდებოდნენ მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები ამატრიჩეს დაზარალებულ მაცხოვრებელთა დასახმარებლად.

როგორც "ბიბისი" წერს, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 4,7 ბალს შეადგენდა.

ბოლო მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად იტალიაში 268 ადამიანი დაიღუპა, 387 ჰოსპიტალიზებულია.

სტიქიით დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა