"ისლამური სახელმწიფო" ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის

"ისლამური სახელმწიფო" ვიდეორგოლს ავრცელებს, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, მოზარდების ასაკი 10-13 წლამდეა, ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ, ერთ-ერთი მათგანი მიმართავს ქურთებს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა