მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - კიევში რუსი ჟურნალისტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - კიევში რუსი ჟურნალისტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში 28 აგვისტოს ღამით რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ჟურნალისტის ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე აღმოაჩინეს.

რეპორტიორის ცხედარი მეგობრებმა დამჯდარ მდგომარეობაში ნახეს, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული, იარაღი კი სკამის ქვეშ იდო. მეგობრები ალექსანდრ შეტინინთან დაბადების დღის მისალოცად მივიდნენ.

სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, რადგან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თავის მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც სუიციდზე საუბრობდა. ცნობილი ბლოგერი, ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო "ახალი რეგიონის" დამაარსებელი საკუთარ თავს კრემლის მოწინააღმდეგე და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტრად განიხილავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა