ნორვეგიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 323 ირემი დაიღუპა

ნორვეგიაში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 323 ირემი დაიღუპა

ხარდანგერვიდდის ეროვნულ პარკში (სამხრეთ ნორვეგია) მეხის ჩამოვარდნის შემდეგ 323 მკვდარი ირემი იპოვეს.

სააგენტო BNO News-ის ცნობით ტყის მცველმა დახოცილი ცხოველები 26 აგვისტოს იპოვა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შემთხვვეის ადგილზე მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოინახულეს.

"ჩვენებმა იქ 323 მკვდარი ირემი იპოვეს, რომელთაგან 5 სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო ჩვენ თავად დავაძინეთ", - ამბობს გარემოს დაცვის ნორვეგიული სააგენტოს წარმომადგენელი ელინ ფოსსხანგ ოლსიო.  ყველა ირემი ნაპოვნია 50 მეტრის რადიუსის მანძილზე.

"მათი განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ირემი მეხის ერთი ჩამოვარდნით დაიღუპა. აქამდე ასეთ შემთხვევას არ შევსწრებივართ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს უნიკალური შემთხვევაა", - აღნიშნავს ოლსიო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა