FBI - ბარაკ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა

FBI - ბარაკ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა

ბარაკ ობამაზე თავდასხმა მზადდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მასაჩუსეტსში მცხოვრები 40 წლის ჯოზეფ გარგიულო დააკავა. Fox News-ის ინფორმაციით, გამოძიების ეროვნულმა ბიურომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული სახლში ცივ იარაღს აგროვებდა და ასაფეთქებელ მოწყობილობას აკეთებდა. ჯოზეფ გარგიულო პრეზიდენტზე თავდსახმის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებდა.

„გარგიულო აკეთებდა განცხადებას, რომლის თანახმადაც მას ბარაკ ობამაზე თავდასხმის განხორციელებისთვის ყველა შესაძლებლობის გამოყენება სურდა, განსაკუთრებით ხელსაყრელად კი იმ დროს ასახელებდა, როდესაც პრეზიდენტი გოლფის მოედანზე იქნებოდა,“- ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

ჯოზეფ გარგიულო მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა. ამის შემდეგ სასამართლომ მას ნებისმიერი სახის იარაღის შენახვა-ტარება აუკრძალა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა