ჩრდილოეთ კორეაში განათლების და სოფლის მეურნეობის მინისტრები სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში განათლების და სოფლის მეურნეობის მინისტრები სიკვდილით დასაჯეს

ჩრდილოეთ კორეაში ორი მაღალჩინოსანი სიკვდილით საზენიტო დანადგარიდან გასროლით დასაჯეს. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გასცა. სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი ტერორის მმართველობის ახალი ერის დასაწყისია.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული განათლების მინისტრი რი იანგ ჩინია. მას ქვეყნის პრეზიდენტთან კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას ჩაეძინა, რითაც ლიდერის რისხვა დაიმსახურა. უშიშროების სამსახურმა მრავალჯერადი დაკითხვის შემდეგ მას ბრალი კორუფციაშიც დასდო.

სიკვდილით დასჯილი მეორე მაღალჩინოსანი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ვანგ მინია. მას ხელისუფლების საწინააღმდეგო იდეების პოპულარიზაცია ედება ბრალად.

ჩრდილოეთ კორეაში დასჯის ამ მეთოდს ადრეც იყენებდნენ. ბოლოს მსგავსი შემთხვევა გასულ წელს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა