ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, ოღონდ არა ის...

 ფლორიდაში ვლადიმერ პუტინი დააკავეს, ოღონდ არა ის...

ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში 48 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ თავს ვლადიმერ პუტინს უწოდებდა. იგი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა, დებოში მოაწყო და უარს ამბობდა მაღაზიის დატოვებაზე. როგორც უცხოური მედია წერს, მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტის თანამშრომლებმა აგრესიული მამაკაცის დამშვიდება ვერ შეძლეს, პოლიცია გამოიძახეს.

დაკავებული ვლადიმერ პუტინი უსახლკარო აღმოჩნდა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ეს არ არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პოლიციამ ამერიკელი პუტინი დააკავა და ბრალად წაუყენა უკანონოდ ყოფნა სხვის ტერიტორიაზე და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებულმა თავდაპირველად უარი განაცხადა ვინაობის გამჟღავნებაზე და პოლიციამ ის ჯონ ჯოუს სახელით დაარეგისტრირა, თუმცა, პოლიციის დაკავების ოქმში ის უკვე ვლადიმერ პუტინის სახელით და გვარითაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, ამერიკელი პუტინი 1000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა