ე.წ კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს დავით იაკობაშვილი აფინანსებდა?

ე.წ კანონიერ ქურდ ზაქრო კალაშოვს დავით იაკობაშვილი აფინანსებდა?

ცნობილი ბიზნესმენი და რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელი დავით იაკობაშვილი ე.წ კანონიერი ქურდის, ზაქრო კალაშოვის ("შაქრო მალადოი") "სპონსორობით" იყო დაკავებული - ამის შესახებ საიტი crimerussia.ru წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იაკობაშვილი ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს დაცვას და სწრაფი რეაგირების ჯგუფს უფინანსებდა. ამას გარდა, ბიზნესმენი საერთო ჯამში, მატერიალურად ეხმარებოდა შაქროს.

"შაქრო მალადოის" შემოსავლის დიდ ნაწილს მისი "პარტნიორები" ავსებდნენ. ოთარი, იგივე "ოთო" და კონსტანტინ მანუკიანი. ეს უკანასკნელი აკონტროლებს სასტუმრო კომპლექს (წარსულში კაზინო) "გოლდენ პალასს", სადაც კალაშოვს მთავარი ოფისი ჰქონდა გახსნილი.

კალაშოვი რომ მდიდრულ ცხოვრებასაა მიჩვეული, ეს ცხადი გახდა კადრებიდან, რომელიც ოპერატიულმა სამსახურმა რუბლიოვკაში, მის მდიდრულ ვილაზე, "კანონიეირ ქურდის" დაკავებისას გადაიღო. მართალია, საცხოვრებელი უგემოვნოდ გამოიყურება, თუმცა კარგად ჩანს, რომ საკმაოდ ძვირად ფასობს.

რაც შეეხება დავით იაკობაშვილს, "ფორბსის" ბოლო მონაცემებით, ის 1,2 მილიარდი დოლარის მფლობელია.

საქართველოში დაბადებული, რუსეთში გამდიდრებული და შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი რუსეთში 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 91-ე ადგილს იკავებს. "პერესტროიკის" პერიოდში მისი მონაგარი მართლაც შეიძლება უნიკალურად ჩაითვალოს - 1992 წელს პირველი ავტოსალონი დააარსა, 1993 წელს კი რუსეთში ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი "მიტელიცა" და კაზინო "ჩერი" გახსნა.

იმავე წელს დავით იაკობაშვილი რძისა და წვენების კომპანია "ვიმ ბილ დანი" დააფუძნა, რომლის აქციების გაყიდვამაც რამდენიმე წლის შემდეგ 600 მილიონ დოლარი მოუტანა.

მომზადებულია crimerussia.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა