10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება

10 შესაძლო ომი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება

ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამური სახელმწიფო" ბოლო თვეებში სირიისა და ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე დაკარგა კონტროლი. ისლამისტების მოწინააღმდეგეები მათ მთავარ ქალაქებზე - რაქასა და მოსულზე ამზადებენ თავდასხმებს.

The Washington Post-ის ბეირუთის ბიუროს კორესპონდენტი ლიზ სლაი ასახელებს 10 შესაძლო ომს, რომლებიც რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ დაიწყება.

1. სირიელი ქურთები სირიელი არაბების წინააღმდეგ. სლაის თქმით, ეს კონფლიქტი, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია. აგვისტოს ბოლოს თურქეთმა და მისმა მოკავშირე სირიელმა მეამბოხეებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე "ისლამური სახელმწიფოსაგან" ტერიტორიების განთავისუფლების ოპერაცია დაიწყეს. კამპანიის კიდევ ერთი სამიზნე სირიელი ქურთები გახდნენ, რომელთა ექსპანსია ამ რაიონში თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს. აშშ მხარს უჭერს კონფლიქტის ორივე მხარეს და შეტაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

2. თურქეთი სირიელი ქურთების წინააღმდეგ. ჯერჯერობით სირიაში თურქული არმიის მოქმედებები არაბებით დასახლებული ტერიტორიებით შემოიფარგლება. თუმცა, ლიზ სლაის აზრით, არაა გამორიცხული სირიელი ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე თურქეთის შეჭრა: საზღვარზე დე-ფაქტო დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს არსებობა ანკარას ძალიან არ მოსწონს. წაიკითხეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა