სირიის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა

სირიის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა

მეამბოოხეების მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ოპოზიციონერ აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იდლიბის პროვინციაზე განხორციელებულ იერიშს, სულ მცირე, 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 45-ზე მეტი კი - ალეპოს პროვინციაზე მიტანილ საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10-დღიანი შეთანხმება ძალში ორშაბათიდან შევა, საზავო შეთანხმებას ტერორისტულ დაჯგუფებებზე კოორდინირებული თავდასხმები უნდა მოჰყვეს.

ევროკავშირი და თურქეთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მიერ შეთანხმების მიღწევას მიესალმნენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამომავლო ქმედებების განხორციელება აუცილებელია.

თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე საუბრობს. ევროკავშირის უმღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ კი "პოლიტიკური გარდაქმნის" იმედი გამოთქვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა