ჰილარი კლინტონი ორეულმა ჩაანაცვლა? - ინტერნეტი შეთქმულების თეორიამ ააფეთქა

ჰილარი კლინტონი ორეულმა ჩაანაცვლა? - ინტერნეტი შეთქმულების თეორიამ ააფეთქა

ინტერნეტი ახალმა შეთქმულების თეორიამ მოიცვა - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს ორეული ჰყავს! თეორეტიკოსები ირწმუნებიან, რომ სწორედ ორეული ჩნდება საზოგადოებაში მას შემდეგ, რაც ნამდვილ კლინტონს საჯაროდ გული წაუვიდა 11 სექტემბრის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მას შემდეგ, რაც ნიუ იორკში 11 სექტემბრის მემორიალური მუზეუმის სტუმრობისას კლინტონი წაბორძიკდა და შეუძლოდ გახდა, მისი ჯანმრთელობის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. პრეზიდენტობის 68 წლის  კანდიდატმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ფილტვების ანთება ქონდა და გული არ წასვლია, უბრალოდ,  შეუძლოდ იგრძნო თავი. მისივე თქმით, მალევე უკეთ იგრძნო თავი, როცა კონდიცირებად ოთახში გავიდა და წყალი დალია. ასეა თუ ისე, საუბრობენ  იმის შესახებ, რომ ქალი, რომელიც 11 სექტემბრის მერე კამერების წინ ჩნდება,  ჰილარი კლინტონი არაა.

სოციალური მედიის მომხმარებლები აზიარებენ ფოტო-შედარებებს, სადაც მიუთითებენ ფიზიკურ განსხვავებებზე ნამდვილ და "ორეულ" კლინტონს შორის. ზოგიერთი ირწმუნება, რომ ახლოდან დაკვირვებისას ფოტოებზე, რომელიც სასტუმროში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგ არის გადაღებული, შეიძლება განსხვავებების პოვნა. მაგალითად: კლინტონის ყვრიმალები, ნაოჭიანი სახე და მის საპირისპიროდ, შედარებით ახალგაზრდული გამომეტყველება, სხეულის აგებულება და სხვა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა