ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსია მოახდინა.

შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ევროკავშირი კვლავ რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული", - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია იტყობინება, რომ რუსეთში, საარჩევნოი გარემოზე ურყოფით გავლენას ახდენდა "ფუნდამენტალური თავისუფლებების და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, მედიის მკაცრი კონტროლი და გაძლიერებული ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე".

ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადებები ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა