უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის ახალი შემადგენლობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის დუმის ახალი შემადგენლობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარი თქვა. შესაბამის დადგენილებას 264-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის თანახმად, უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება „არ აღიაროს მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნების ლეგიტიმურობა და შესაბამისად, მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო დუმის შემადგენლობის, უფლებამოსილების, აქტებისა და გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა“.

ამასთანავე, უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, უცხო ქვეყნების პარლამენტებს, საპარლამენტო ასამბლეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ და რუსეთის სახელმწიფო დუმის ახალი შემადგენლობის ლეგიტიმურობა არ აღიარონ.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს ჩატარდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა