"...ის ჩემი ძმა გახდება" - 6 წლის ამერიკელი ბიჭის წერილი ობამას, რომელშიც 5 წლის სირიელი ომრანის აშშ-ში ჩაყვანას ითხოვს

"...ის ჩემი ძმა გახდება" - 6 წლის ამერიკელი ბიჭის წერილი ობამას, რომელშიც 5 წლის სირიელი ომრანის აშშ-ში ჩაყვანას ითხოვს

რამდენიმე კვირის წინ, სირიაში, ალეპოზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას 5 წლის სირიელი ომრან დაქნიში დაიჭრა. ბიჭუნა სასწაულებრივად გადაურჩა დაბომბვას, რომელსაც მისი ძმა ემსხვერპლა... ამ ამბავმა აგვისტოში სოციალური ქსელი და ყველა მედიასაშუალება აალაპარაკა.

ომრანის ამბავი სხვებთან ერთად გულთან ახლოს მიიტანა 6 წლის ალექსმაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი მისწერა თხოვნით: "შეგიძლიათ ომრანი აქ ჩამოიყვანოთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი გახდეს?!".

იხილეთ ალექსის ვიდეომიმართვა

ნიუ-იორკელი ალექსის წერილმა ბოლო დღეებში მთელ ინტერნეტსივრცეში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. თეთრმა სახლმა ბიჭის ვიდეომიმართვა გაასაჯაროვა, რომელშიც ალექსი თავის წერილს კითხულობს: "მას საკუთარ ოჯახში მივიღებთ, ის ჩემი ძმა გახდება. კეტრინი ჩემი პატარა და ციცინათელებს მოუგროვებს. სკოლაში სირიელი მეგობარი მყავს ომარი, მას გავაცნობ და ყველა ერთად ვითამაშებთ. მისგან ვისწავლით უცხო ენას. თუ მას სათამაშოები არ აქვს, ჩემი და ქეთრინი თავის ცისფერ კურდღელს აჩუქებს, მე კი ჩემი ველოსიპედის ტარებას ვასწავლი", - ნათქვამია ალექსის ობამასადმი გაგზავნილ წერილში.

ბიჭუნას ეს სიტყვები პრეზიდენტმა ობამამ გაეროში გამართულ ლიდერთა სამიტზე წაიკითხა: "ეს არის ექვსი წლის ბიჭის სიტყვები, პატარა ბავშვის, რომელმაც არ იცის ცინიზმი, ან ეჭვი, ან შიში განსხვავებული ადამიანების მიმართ, მათი წარმომავლობის მიმართ, იმის მიმართ, თუ როგორ ლოცულობენ და როგორ გამოიყურებიან. ჩვენ ყველამ უნდა მივბაძოთ ალექსს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, ყველანი რომ მას ვგავდეთ. წარმოიდგინეთ, რამხელა ტანჯვას შევამსუბუქებდით და რამდენ სიცოცხლეს ვიხსნიდით..."

მომზადებულია npr.org-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა