გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები იქნება, სადაც საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში, სისხლისმღვრელი მოქმედებები განახლდა.

"ფრანს პრესის" ცნობით, უშიშროების საბჭოს სხდომა ნიუ-იორკში, შესაძლოა, ადგილობრივი დროით 10.00 საათზე დაიწყოს.

გაეროს გენერალურმა, მდივანმა პან გი მუნმა, ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო მწუხარება უკვე გამოთქვა და მსხვილი კალიბრის ბომბების გამოყენება დაგმო. გუშინ სირიის სახელისუფლებო ძალებმა განაცხადეს, რომ ალეპოზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავენ, რომლის ნაწილს, ამ დროისთვის, მეამბოხეები აკონტროლებენ.

მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს გუშინ 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა