ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რადიოტელესკოპი აამუშავეს

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რადიოტელესკოპი აამუშავეს

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური რადიოტელესკოპი აამუშავეს. ქვეყნის სამხრეთით, გოიჯოუს პროვინციაში გამართულ გახსნის ცერემონიას სხვა ქვეყნებიდან მიწვეული ასეულობით მეცნიერი ესწრებოდა.

ტელესკოპს 500 მეტრი დიამეტრის ანტენა აქვს, რაც პუერტო-რიკოში ამ დრომდე ყველაზე დიდი ტელესკოპის ზომებს ბევრად აჭარბებს. მუშაობის პირველსავე საათებში ტელესკოპმა დედამიწიდან 1300 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებული სიგნალები მიიღო. რადიოტელესკოპის შექმნას 5 წელი და 180 მილიონი ამერიკული დოლარი დასჭირდა. მის ასაშენებლად ხელისუფლებამ 8 ათასი ადამიანი გადაასახლა, რომ მიწის ფართობი გაეთავისუფლებინა.

სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ასტრონომები ახალი დანადგარის დახმარებით დედამიწის მიღმა ცხოვრების აღმოჩენას შეეცდებიან და შორეულ გალაქტიკებს დააკვირდებიან. "ახალი ტელესკოპის საბოლოო მიზანი იმ კანონზომიერების აღმოჩენაა, რომლითაც სამყარო ვითარდება", - განაცხადა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა