თურქეთ-ირანის საზღვართან სარკინიგზო ხაზზე აფეთქება მოხდა

თურქეთ-ირანის საზღვართან სარკინიგზო ხაზზე აფეთქება მოხდა

თურქეთ-ირანის საზღვართან, თურქეთის პროვინცია ვანის ქალაქ სარაიში სარკინიგზო ხაზზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც იმ ტერიტორიაზე მატარებელმა გაიარა. მომხდარის შედეგად, დაჭრილია მატარებლის მემანქანე, მატარებელი კი დაზიანებულია.

ამ დროისთვის სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა